კომპანიის შესახებ

უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრია კაპიტოლ ჯგუფის წევრია. კაპიტოლ ჯგუფი 2006 წელს დაარსდა და ყაზახური ინვესტიციების მოზიდვის შედეგად, რამდენიმე კომპანია გააერთიანა. მისი ძირითადი საქმიანობა ინვესტიციების მოზიდვა და მართვაა. თავად სიმეტრია კი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.  

ამჟამად ჩვენი საქმიანობა უძრავი ქონების განვითარების მიმართულების ფართო არეალს მოიცავს. მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები. კომპანიის შეთავაზებები სერვისების სრულ სპექტრს აერთიანებს, რაც პროექტის კონცეფციის შექმნას, მის განხორციელებასა და მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გულისხმობს. სიმეტრიის სტაბილური განვითარება ინვესტიციების ეფექტიან მართვასა და დეველოპერული პროექტების დათქმულ ვადებში, მაღალი ხარისხით განხორციელებას ეფუძნება. 

მრავალწლიანი გამოცდილება და მუდმივად განახლებადი ცოდნა შესაძლებლობას გვაძლევს, ბაზარზე განსხვავებული, საკუთარი ნიშა დავიმკვიდროთ და მომხმარებელს ორიგინალური, საინტერესო შეთავაზებები წარვუდგინოთ.სიმეტრია სანდო პარტნიორის რეპუტაციით სარგებლობს, რაც სტაბილურობაზე, განვითარებასა და მოლოდინების გამართლებაზეა დაფუძნებული. ჩვენი დასრულებული და მიმდინარე პროექტები: 


საცხოვრებელი პროექტები: 

  • საერთო ფართი - 70 000 კვ/მ, 
  • მთლიანი ინვესტიცია - 40 მილიონი აშშ დოლარი 

სავაჭრო, გასართობი და ბიზნესცენტრები: 

  • საერთო ფართი - 25 500 კვ/მ, 
  • მთლიანი ინვესტიცია - 17,4 მილიონი აშშ დოლარი 

სასტუმროები (თბილისსა და რეგიონებში): 

  • საერთო ფართი - 20 000 კვ.მ, 
  • მთლიანი ინვესტიცია - 26, 5 მილიონი აშშ დოლარი 


სამეთვალყურეო საბჭო

მენეჯმენტი

კონტაქტი

კონტაქტი

ვაჟა ფშაველას გამზ., 70ბ, თბილისი, საქართველო
ოფისი: 995 32 242 06 92
ელ.ფოსტა: info@simetria.ge