სიმეტრია ლისი

„სიმეტრია ლისი“ 19-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც ბინებთან ერთად საოფისე ფართებსაც აერთიანებს. შენობა საუკეთესო ადგილას, ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს და სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული ზონებით გამოირჩევა. მათთვის, ვისთვისაც ჯანსაღი გარემო პრიორიტეტულია, „სიმეტრია ლისი“ საუკეთესო არჩევანია. 

პროექტის განსაკუთრებულ მახასიათებლებს შორისაა საცხოვრებელი ბინების რაციონალური განლაგება და მოქნილი დაგეგმარება. თითოეული მათგანიდან თბილისზე არაჩვეულებრივი პანორამული ხედები იშლება. 

პროექტის დამატებით უპირატესობებია: 

  • ენერგოეფექტური "ბედეგის" იზობლოკები, რომლებიც ნაგებობის თერმორეგულაციას განაპირობებს
  • აივნებზე, სპეციალურად დახურულ შახტებში გამოტანილი ბუნებრივი აირის ქვაბები
  • ორდონიანი ავტოსადგომი
  • „დორფონები“ შესასვლელ კარებთან და ავტოსადგომის დისტანციური მართვის პულტები
  • სახანძრო სისტემები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
  • „ოტისის“ 2 ლიფტი: სამგზავრო და სატვირთო

„სიმეტრია ლისის“ მნიშვნელოვანი ნაწილი სარეკრეაციო ზონებს ეთმობა. კორპუსის მობინარეებისთვის პროექტით გათვალისწინებულია:

  • დახურული ეზო
  • კეთილმოწყობილი სკვერი
  • ბავშვების სათამაშო მოედანი
  • ფეხბურთის სტადიონი

„სიმეტრია ლისი“ სულ 67 ბინას აერთიანებს. მათი ფართობი 51 კვ/მ-დან იწყება.

კონტაქტი

კონტაქტი

ვაჟა ფშაველას გამზ., 70ბ, თბილისი, საქართველო
ოფისი: 995 32 2 240 230
ელ.ფოსტა: info@simetria.ge