შოვის კურორტი

SHOVI MOUNTAIN RESORT - პროექტის განხორციელებით საერთაშორისო დონის 4-სეზონიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტი შეიქმნება. 

კომპლექსი 270 000 კვ/მ. ფართობზე განთავსდება და 5, 4 და 3 ვარსკვლავიან ბრენდულ სასტუმრებს, კოტეჯებს, საოჯახო სასტუმრო, სპა და ფიტნეს ცენტრებს, რესტორნებს, ლაუნჯ და ლობი ბარებს, საკონფერენციო დaარბაზებს, დიდი მოცულობის თანამედროვე სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ზონებს გააერთიანებს.

კომპლექსი ერთდროულად 1,450 დამსვენებლის მიღებასა და მაღალი ხარისხით მომსახურებას შეძლებს. 

ეს საშუალოდ წლიურად 60 000 ვიზიტორის მომსახურებას ითვალისწინებს. 

პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 50 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

SHOVI MOUNTAIN RESORT რეგიონალური მნიშვნელობის პროექტია, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს მსოფლიო დონის სტანდარტის ტურისტული დესტინაციის ჩამოყალიბებას, რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

შოვის კურორტი დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რეგიონში მცირე ბიზნესების განვითარებას. 

პროექტის მმართველია უძრავი ქონების განვითარების კომპანია "სიმეტრია", სს "პანსიონატი მამისონის" დაკვეთით.

კონტაქტი

კონტაქტი

ვაჟა ფშაველას გამზ., 70ბ, თბილისი, საქართველო
ოფისი: 995 32 2 240 230
ელ.ფოსტა: info@simetria.ge