საინვესტიციო შეთავაზებები

სიმეტრიის მიერ შეთავაზებული პროექტების საინვესტიციო მოცულობა 2 მლნ აშშ დოლარიდან 20 მლნ აშშ დოლარამდე დიაპაზონს მოიცავს. ჩვენი დივერსიფიცირებული პროექტების პორტფელი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ყველაზე მზარდ და მომგებიან სეგმენტებს — საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებსა და აპარტამენტებს — აერთიანებს.

სიმეტრია საინვესტიციო წინადადებების შემუშავების პროცესს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება. ამასთან, ჩვენი გუნდი წარმატების მაჩვენებელს არა ინვესტორების მოლოდინების შესრულებით, არამედ მათი გადაჭარბებით ზომავს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში ინვესტორის უკუგების მაქსიმიზაციისა და სასარგებლო არქიტექტურული გარემოს შექმნის მიზნები მაქსიმალურად ბალანსდება. სიმეტრიის კონსერვატიულად შეფასებული საინვესტიციო უკუგების მაჩვენებლები (IRR) 15%-დან 25%-ის ფარგლებში მერყეობს.


კონტაქტი

კონტაქტი

ვაჟა ფშაველას გამზ., 70ბ, თბილისი, საქართველო
ოფისი: 995 32 2 240 230
ელ.ფოსტა: info@simetria.ge