ჩვენი სიახლეები

უძრავი ქონების ღირებულების 10%-იანი უკუგება ყოველ წელს - „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდაზე ახალ საინვესტიციო შესაძლებლობას გთავაზობთ

21.12.2021

      მთაწმინდაზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რაზეც დიდად მოქმედებს გაქირავების ბაზარზე არსებული ვითარება. უცხოელი ვიზიტორები და ჩვენს ქვეყანაში სამუშაოდ ჩამოსული უცხოეთის მოქალაქეები, განსაკუთრებით ინტერესდებიან მთაწმინდის საცხოვრებელი კომპლექსით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის უძრავი ქონების ღირებულებას. გარკვეულწილად, მას ხელს უწყობს თბილისის ისტორიულ ნაწილთან და მთავარ რეკრეაციულ ზონასთან სიახლოვე, ტურისტული ობიექტები და მოქნილი სატრანსპორტო მომსახურება.

      Colliers International Georgia-ს 2019 წლის კვლევის თანახმად, კვადრატულ მეტრზე საშალო შეწონილი ქირავნობის კურსი თბილისის უბნებს შორის ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო, ხოლო მთაწმინდაზე ახალი ბინების გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა.

     2021 წლის „საქსტატის“ ინფორმაციით ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი 4 236 ლარი ფიქსირდება. შესაბამისად, მაღალია გაქირავების ღირებულება, რომელიც გადახდილი თანხის უკუგების საშუალებას იძლევა.

      მთაწმინდაზე ტერიტორია მოსახლეობის მოთხოვნილებების შესაბამისად ვითარდება. ოქროყანაში 20 000 კვ.მ. ფართობზე შენდება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და ბინების კომპლექსი „სიმეტრია პარკი“, რომელიც ორგანულად ჯდება უბნის არქიტექტურაში.

     კომპლექსი თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის, ხოლო ბოტანიკური ბაღისა და მთაწმინდის პარკიდან-  3 წუთის სავალზეა. ასევე, ის უკავშირდება კუს ტბის სალაშქრო ბილიკს.

      კომპლექსის ინვესტიცია 45 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან უმეტესი წილი უცხოური ინვესტიციაა, ხოლო ნაწილი - საბანკო კაპიტალია, რაც დათქმულ დროში მისი დასრულების საშუალებას იძლევა.

     პროექტს ახორციელებს კომპანია „სიმეტრია“, რომელიც „კაპილოლ ჯგუფის“ წევრია. მისი წარმატებული პროექტებია: საცხოვრებელი კორპუსები, სასტუმროები, ბიზნესისა და სავაჭრო ცენტრები.

„სიმეტრია პარკში“ შეძენილი უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავების სერვისს უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო კომპანიის „RE/MAX“-ის  ფრანჩაიზ კომპანია  - რემაქს კაპიტალი“ უზრუნველყოფს. კომპანიის დამფუძნებლის, მარიამ ასათიანის განცხადებით,  ე. წ. ლოქდაუნის პერიოდშიც კი, როცა ტრანზაქციების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, მთაწმინდაზე უძრავი ქონების კუთხით მოთხოვნა უცვლელი რჩებოდა.

დახურული საცხოვრებელი კომპლექსი გამართლებული ინვესტიციაა, რადგან დედაქალაქის განვითარებასთან და კერძო სახლებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მოიმატებს მათი ღირებულებაც. ამის დასტურია პანდემიისგან შექმნილი რეალობაც, როცა საკუთარი სახლისა და ეზოს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით. ამ პროცესმა კი კერძო ტიპის დასახლებების განვითარება კიდევ უფრო დააჩქარა. ამასთან, თუ კომპლექსი თბილისის რომელიმე ცენტრალურ უბანში მდებარეობს და კარგი ხედებით გამოირჩევა, მასში ინვესტირებული თანხის უკუგება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი,“ - განმარტა მარიამ ასათიანმა.

    

     „სიმეტრია პარკში“ შეძენილი ქონების უკუგება დაახლოებით ათ წელიწადშია შესაძლებელი, ყოველწლიურად კი 10%-ის უკან დაბრუნება (მონაცემები დათვლილია უძრავი ქონების ბაზარზე არსებული გაყიდვისა და გაქირავების ფასის მიხედვით).

    „სიმეტრია პარკის“ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, საბოლოოდ დაახლოებით ერთ წელში დამთავრდება. საცხოვრებელი ბინებისა და ინდივიდუალური სახლების გაყიდვა დაწყებულია. ამ მხრივ, კომპანია შეძენის მსურველებს საინტერესო პირობებს სთავაზობს. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შეავსოთ შესაბამისი ფორმა, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაგაცნობთ სათანადო პირობებს.

   „სიმეტრია პარკი“ მაქსიამლურად გაითვალისწინებს თქვენს ინტერესებსა და მოთხოვნებს.

ოქროყანაში რეკრეაციულ სამკუთხედში მოქცეული უნიკალური საცხოვრებელი უბანი სიმეტრია პარკი შენდება

16.12.2021

საცხოვრებელი კომპლექსი „სიმეტრია პარკი“, რომელიც აერთიანებს ინდივიდუალურ სახლებს, სკვერებს, სამუშაო სივრცეებს, სავაჭრო ობიექტებს, შენდება კუს ტბის, ბოტანიკური ბაღისა და ფუნიკულიორის შუაგულში, ეკოლოგიურად სუფთა და დაცულ გარემოში.


პროექტის განხორციელებისას დეველოპერული კომპანიის პრიორიტეტი იყო ისეთი მდებარეობის შერჩევა, რომელიც მთავარი რეკრეაციული ზონა იქნებოდა, ამ მიზნით არჩევანი შეჩერდა ოქროყანაზე, რომელიც თავისუფლების მოედნიდან რვა წუთის სავალზე მდებარეობს. ქალაქის ხმაური და მანქანების გამონაბოლქვი მაცხოვრებლებს არ უქმნის პრობლემას, რადგფან საოცრად განსხვავებული სუფთა ეკოლოგიური გარემოა, მთაწმინდის გამორჩეული მიკროკლიმატით, მწვანე ნარგავებით, კეთილმოწყობილი საფეხმავლო და ველო ბილიკებით, სხვადასხვა ტიპის სკვერებით და კოჯრის ტყიდან მონაბერი ჰაერით. ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი უბანი, ეს არის ცხოვრების თანამედროვე და კომფორტული სტილი. კომპლექსში ყოველი დეტალია გათვალისწინებული ჰარმონიული ცხოვრებისთვის. შექმნილი გარემო და კითილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალკვალიფიციური მომსახურება, მას განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს.


„სიმეტრია პარკის“ ეკოლოგიურ განვითარებაზე იმუშავა ლანდშაფტის დიზაინერმა- გვანცა ხელაძემ, რომელმაც „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა: „კომპანიამ ტერიტორიის კეთილმოსაწყობად მასშტაბური სამუშაოები შეასრულა. სუფთა ჰაერი, მწვანე ნარგავები, ცენტრალური პარკი, სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეები- განსაკუთრებით მიმზიდველსა და სასურველს ხდის საცხოვრებელ ადგილს. აქ ცხოვრება ოთხივე სეზონზე სასიამოვნო და კომფორტულია, ვფიქრობ, ჩვენი მიზანი შესრულებეულია და თბილისს კიდევ ერთი თანამედროვე განვითარებული კომპლექსი შეემატა“

ტერიტორიის დასუფთავებასა და უსაფრთხოებაზე მუდმივად იზრუნებს კომპანია „ბრავა“, რომელიც სამუშაოების შესრულებისას გაითვალისწინებს მაცხოვრებელთა მოთხოვნილებებს და ინტერესებს.

კომპანიის საცხოვრებელი სახლები მეტად ხელსაყრელია საინვესტიციოდაც, ის ფაქტი, რომ კომპლექსი მდებარეობს დედაქალაქის ცენტრთან, თავისუფლების მოედანთან ძალიან ახლოს, კიდევ უფრო ზრდის უცხოელთა დაინტერესებას უძრავი ქონების მიმართ. 

საცხოვრებელი ბინებისა და ინდივიდუალური სახლების გაყიდვა უკვე დაწყებულია, კომპანია მსურველებს სთავაზობს მათთვის საინტერესო და ხელსაყრელ პირობებს. შესყიდვის მსურველებს შეგიძლიათ შეავსოთ განცხადების ფორმა, რის შემდეგაც დაგიკავშირდებათ კომპანიიის წარმომადგენელი.

სიმეტრია პარკი - რატომ უნდა შეიძინოთ სახლი ფუნიკულიორთან?

05.10.2021

ცხოვრების მაღალმა სტანდარტმა და განვითარებამ, გლობალური პრობლემა - ჰაერის დაბინძურება წარმოქმნა, რამაც ადამიანთა უმეტესობას სურვილი გაუჩინა ბუნებაში, ხმაურისა და დაბინძურებისგან შეძლებისდაგვარად მოშორებით გადასულიყო საცხოვრებლად, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ჯანსაღი ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად.

 პროექტი "სიმეტრია პარკი" გამოირჩევა ქალაქის ცენტრთან სიახლოვით, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა,  თანამედროვე საცხოვრებელ უბანში  ფუნიკულიორთან მდებარეობს, აქ შესაძლებელია იცხოვრო ხმაურისგან დაცულ, გამწვანებულ გარემოში , სადაც თქვენს სურვილებს სრულიად გაითვალისწინებენ. სახლი ფუნიკულორთან დადებითი განწყობით აგავსებთ და შესაძლებლობას მოგცემთ განიტვირთოთ.

პროექტი ითვალისწინებს ინდივიდუალურ და  მრავალბინიან საცხოვრებელ აპარტამენტებს. გამართული ინფრასტრუქტურის მქონე სახლი ფუნიკულიორთან  ფუნქციურად დაკავშირებულია ნებისმიერი სახის საჭიროებასა და მოთხოვნილებასთან.

 სახლი ფუნიკულიორთან პრიორიტეტული გადაწყვეტილებაა  სიმშვიდის, ახალი შესაძლებლობებისა და თანამედროვე სტანდარტების  ერთმანეთთან შესათავსებლად. სიმეტრია პარკის აღნიშნული პროექტი მთაწმინდის პარკის მიმდებარედ შენდება და  მაქსიმალურად მორგებულია თითოეული ადამიანის მოთხოვნილებაზე, გამორჩეულია ადგილმდებარეობით, მყუდრო და სურვილებზე მორგებული საცხოვრებელი პირობებით , სადაც უპირატესია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალა , განსაკუთრებული ინტერიერი , და სახლის დაგეგმარება.

სიმერტია პარკის სახლი  ფუნიკულიორთან  გაძლევთ საშუალებას თქვენი სურვილისამებრ ისარგებლოთ ყველა იმ სივრცით რასაც მთლიანად საცხოვრებელი კომპლექსი ითვალისწინებს. მოცემული სტანდარტებისა და თანამედროვე სივრეცეების სარგებლობის შემთხვევეაში,  დარწმუნდებით, რომ სწორად შეაჩერეთ არჩევანი სიმეტრია პარკზე.

 შეიძინეთ სახლი ფუნიკულიორთან, თქვენი გადაწყვეტილებისა და სურვილის შესაბამისად პროფესიონალთა გუნდი, დაგეხმარებათ დაგეგმარებასა და პრიორიტეტების გადანაწილებაში. შეგიძლიათ არჩევენი გააკეთოთ როგორც ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე, ასევე ბინაზე. ორივე მათგანი ითვალისწინებს ბავშვთა სივრცესა და საოფისე ფართებს.

სიმეტრია პარკის სახლის შეძენის შემთხვევაში იღებთ სხვადასვა სახის სარგებელს:

  • ხარისხი
  • თანამედროვე საცხოვრებელი უბანი
  • აპარტამენტები თბილისი რეკრეციულ უბანში
  • დამატებითი ხარჯების თავიდან აცილება
  • ბინა პანორამული ხედით
  • ექსპლუატაციის დიდხნიანი ვადა
  • თქვენთვის სასურველი კომფორტული ზონების მოწყობა (სპორტული დარბაზი, სპა, გამწვანება, საოფისე ფართი,უსაფრთხოება და ა.შ. )

 აღსანიშნავია ის განსაკუთრებული მდებარეობა, რომლიც სახლს ფუნიკულიორთან გააჩნია, კოჯრის ტყესთან ძალიან ახლოს განაშენიანებული საცხოვრებელი პირობები , სუფთა ჰაერით სიამოვნების შესაძლებლობას გაძლევთ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე წუთში დაუკავშირდებით დედაქალაქის ცენტრს.

 მთაწმინდის პარკის მიმდებარედ არსებული ახალი და ინოვაციური საცხოვრებელი კომპლექსი, გაძლევთ შესაძლებლობას  ცხოვრებისგან მიიღოთ მეტი კომფორტი და სიამოვნება.

სიმეტრია პარკი - საუკეთესო ვილები თბილისში

29.09.2021

თანამედროვე სამყაროში დღითი დღე უფრო  აქტუალური ხდება  ინდივიდუალური სახლის შეძენის საჭიროება, რაც განპირობებულია ჯანსაღ და სუფთა გარემოში გადანაცვლების სურვილით, ხოლო  ქალაქის ხმაურისა და  ქაოსისაგან მოშორებით ყოფნა, მეტად კომფორტულს ხდის თითოეულის ცხოვრებას. ინდივიდუალური სახლის მშენებლობისას გასათვალისწინებელია ადგილმდებარეობა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს თქვენთვის სასურველი კერძო სახლის მონახაზს. სიმეტრია პარკის პროექტი ითვალისწინებს ინდივიდუალური სახლის მშენებლობას მთაწმინდაზე, სადაც   ერთმანეთს თანამედროვე ტენდენციები და ჯანსაღი გარემო ერწყმის.

სად არის შესაძლებელი ინდივიდუალური სახლის შეძენა თბილისში?

დედაქალაქის ცენტრთან  ძალიან ახლოს, მთაწმინდაზე, შესაძლებელია შეიძინოთ საუკეთესო ვილა თბილისში. სიმეტრია პარკი პროექტი ითვალისწინებს ვილებს თბილისში, რომლებიც მორგებულია კომფორტისა და სიმშვიდის სტანდარტებზე. მთლიანად პროექტი მოიცავს  როგორც დაგეგმარების ნაწილს, ასევე პარკინგისა და დაცვის, ვიდეო მონიტორინგის 24 საათიან გამართულ სისტემას. ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს, კოჯრის ტყის მიმდებარედ, შეგიძლიათ შეიძინოთ ვილა თბილისში, რომელიც უპრობლემო დაგაკავშირებთ დედაქალაქის ნებისმიერ წერტილთან, შეძლებთ სამსახურში თავისუფლად სიარულსა და მიიღებთ სიამოვნებას მყუდრო საცხოვრებელი პირობებით.

რუტინული ყოველდღიურობისგან  თავის დასაღწევად, შეგიძლიათ შეიძინოთ ვილა თბილისში, მთაწმინდაზე, რომელიც გარანტი იქნება კომფორტისა და უსაფრთხო გარემოში ჰარმონიული თანაცხოვრების. სიმეტრია პარკის  პროექტი შესაძლებლობას გაძლევთ ხმაურისაგან მოშორებით იცხოვროთ ოჯახთან ერთად, ხოლო ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მარტივად დაკავშირება შეძლოთ მნიშვნელოვან ადგილებთან.

ვილები თბილისში განსაკუთრებული  შესაძლებლობაა,  მაღალი სტანდარტების საცხოვრებლის შეძენისა და ინდივიდუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თქვენს გადაწყვეტიელბას მთაწმინდაზე  ვილის შეძენასთან დაკავშირებით თან ახლავს შემდეგი უპირატესობები:

  • დაგეგმარება
  • დედაქალაქთან სიახლოვე
  • ეკოლოგიურად სუფთა გარემო
  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე პარკინგისათვის
  • დაცვის სისტემა

სიმეტრია პარკის ვილა თბილისში იქნება თქვენი ცხოვრების სტილის განმსაზღვრელი,  ის ნათლად გაუსვამს ხაზს  შესაძლებლობებსა და იმიჯს. მთლიანი კონცეფცია სწორედ ინდივიდუალური  ადამიანების სურვილებისა და ხასიათის წარმოსაჩენად შექმნა, გარდა იმისა რომ მშვიდ და თანამედროვე კომუნიკაციებით აღჭურვილი  ვილა თბილისის ტერიტორიაზე თქვენს საკუთრებაში იქნება, ასევე მუდამ წარმოაჩენთ თქვენს განსხვავებულ თვალთახედვასა და გემოვნებას.

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება  ვილის დაგეგმარებას:

როდესაც საქმე ინდივიდუალური საცხოვრებლის, ვილის მშენებლობასა და დაგეგმარებას ეხება, გასათვალისწინებელია რიგი საკითხები:

  • რამდენ სართულს უნდა ითვლიდეს თქვენთვის სასურველი ვილა;
  • ოთახების ფართობის გადანაწილება და მათი რაოდენობა
  • ეზოს ფართობი და ინტერიერი.
  • ბავშვებისათვის უსაფრთხო სივრცეები მთელ პერიმეტრზე
  • დაცვის სისტემა
  • შიდა პარკინგი

  ძირითადი  საკითხების  გათვალისწინება სასურველია, რადგან თავიდან აიცილოთ მოულოდნელი  პრობლემები, მოცემული ეტაპებისა და საკვანძო საკითხების დაგეგმვაში დაგეხმარებათ სიმეტრია პარკი, რომლის ვილები თბილისში გამოირჩევა მაღალი ხარისხის  სამშენებლო მასალითა და სანდოობით. ნებისმიერ სურვილზე მორგებუილი  გადაწყვეტილებაა -  სიმეტრია პარკის ვილები თბილისში.

ვილის შეძენა საკმაოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საკუთრებაში არსბული  საცხოვრებელი თქვენს სურვიელბს უნდა პასუხობდეს, ხოლო ცხვორების სტილის თავისთავად გამოხატავდეს, სწორედ სიმეტრია პარკი მოგცემთ შესაძლებლობას: სურვილებს , მოთხოვნილებებსა და  გემოვნებას ერთად მოუყაროთ თავი. შეიძინეთ ვილები თბილისში, რომელიც თქვენი სიმშვიდისა და მყუდრო სივრცის გარანტი იქნება. კომფორტი, რომელსაც მისი მფლობელობით იგრძნობთ, აღემატება ნებისმიერ მატერიალურ ღირებულებას.

სიმეტრია პარკში ცხოვრების უპირატესობები - რატომ უნდა გქონდეთ სახლი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით?

30.06.2021

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ხმაურიან ცენტრს და გადადის წყნარ ადგილებში საცხოვრებლად. ეს ტენდენცია მსოფლიოს არა ერთ ნაწილში შეინიშნება, მათ შორის საქართველოშიც.

მიუხედავად ამისა, ნებისმიერი სახის ცვლილება შეიძლება რთული იყოს. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაეცანით 6 მიზეზს თუ რატომ უნდა გქონდეთ სახლი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით:

  1. სიწყნარე

პირველი, რაც ნებისმიერ ადამიანს ცენტრისგან მოშორებით ყოფნაზე ახსენდება, არის სიწყნარე. ქალაქთან შედარებით ბუნებაში, სადაც არც მანქანების ხმაური გაწუხებთ და არც სწრაფი ცხოვრების „ჩქეფის“ ხმა ისმის, უფრო მარტივად შეძლებთ მოსვენებას და ბუნებასთან დაახლოებას. სიმეტრია პარკში თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტები იდეალურადაა შეხამებული ბუნების ჰარმონიასთან.

  1. სუფთა ჰაერი

ქალაქში მანქანები მხოლოდ სიმშვიდეს არ არღვევენ. ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ 21-ე საუკუნის ქალაქებში ჰაერი დაბინძურებულია.

სიმეტრია პარკის უნიკალური ლოკაცია საშუალებას გაძლევთ, ქალაქის ცენტრიდან 8 წუთის სავალზე იცხოროთ მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. კოჯრის ტყის გამორჩეული ჰაერი და დაბალანსებული კლიმატი იდეალურ პირობებს ქმნის ჯანსაღი ცხოვრებისთვის. სიმეტრია პარკის ლოკაცია განსაკუთრებულია იმითაც, რომ იგი საფეხმავლო ბილიკებითა და სამანქანო გზით დაკავშირებულია მთაწმინდის პარკთან, ბოტანიკურ ბაღთან და კუს ტბასთან.

  1. მეტი სივრცე

ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ცხოვრება ასევე მეტ სივრცესაც გულისხმობს. სიმეტრია პარკის თაუნჰაუსებში, 333 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ ფართთან ერთად გექნებათ 90 მ2 შიდა ეზო, 65 მ2 წინა ეზო და 21,1 მ2 ავტოფარეხი.

  1. იდეალურია ოჯახისთვის

სიმეტრია პარკში ცხოვრება განსაკუთრებით სასიამოვნო შეიძლება იყოს ოჯახისთვის. სიმეტრია პარკში მშობლებს შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვის უკეთესი შესაძლებლობა ეძლევათ. გარდა იმისა, რომ ჰაერი სუფთაა და ბავშვებს დაბინძურების პრობლემასთან შეხება აღარ ექნებათ, დიდი ეზოები და გაშლილი სივრცე იდეალურ პირობებს ქმნის მათი გართობისთვის. სიმეტრია პარკის პატარა ბინადრებისათვის შექმნილ სპეციალურ საბავშვო ოთახში კი პატარებს შეეძლებათ გაერთონ და ითამაშონ საინტერესო თამაშები.

შესანიშნავი ლოკაცია ხელსაყრელია პროექტის უფროსი ბინადრებისათვის. სიმეტრია პარკი თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს, რაც გაგიადვილებთ ყოველდღიურად  სამსახურში სიარულს.

  1. ჯანსაღი ცხოვრება

პროექტში ყველაფერია გათვალისწინებული იმისათვის, რომ მოსახლეობამ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს.

  • სპორტული დარბაზი - სიმეტრია პარკის მაცხოვრებელთათვის Panorama View-ს 1-ელ სართულზე მოეწყობა სპორტული დარბაზი
  • იოგას დარბაზი - სიმეტრია პარკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჰარმონიული გარემოს შექმნაა, ამისთვის საცხოვრებელ უბანში მოეწყობა იოგას დარბაზი, სადაც მობინადრეებს მშვიდ გარემოში, ოქროყანის ხეობის ხედის ფონზე შეძლებენ იოგით დაკავებას
  • სპა - დამღლელი დღის შემდეგ სპა პროცედურები იდეალური განტვირთვაა. სიმეტრია პარკის მაცხოვრებლებს შეეძლებათ სპა ოთახში ჩაიტარონ სარელაქსაციო პროცედურები და აღიდგინონ ენერგია

 

  1. უსაფრთხოება

უსაფრთხოება ნებისმიერი ოჯახის ბედნიერებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ამიტომაც საცხოვრებელი ადგილის არჩევისას კომპლექსის დაცულობას დიდი ყურადღება ექცევა.

  • ვიდეოდაკვირვების სისტემა - ვიდეოთვალებით მონიტორინგის სისტემა, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტების მუდმივ შენარჩუნებას
  • სახანძრო სისტემები - პროექტში გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო რეკომენდაცია და სახანძრო სისტემები გამართულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით
  • ტერიტორიაზე შეშვება - პროექტის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ მობინადრეებსა და მათ სტუმრებს შეეუძლიათ
  • 24 საათიანი უსაფრთხოება - პროექტირებისას ნაფიქრია ყველა იმ დეტალზე, რომლებიც მოსახლოების 24 საათიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

შოვის კურორტის განვითარებისთვის „სიმეტრია“ 60 მლნ დოლარამდე ინვესტიციას მოიზიდავს

26.02.2019

უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ თანამშრომლობის გენერალური ხელშეკრულება უკვე ოფიციალურად გააფორმა ყაზახურ ბიზნეს ჯგუფთან, რომელიც შოვის კურორტის ტერიტორიის 60%-ს ფლობს. 

ხელშეკრულების თანახმად, შოვის კურორტის განვითარებაზე „სიმეტრია“ იზრუნებს. 

კურორტის ტერიტორიის 60%-ის კუთვნილება ქმნის საფუძველს კურორტის არა დანაწევრებული, არამედ ერთიანი და სისტემური განვითარებისთვის. შოვის კურორტის გენერალური გეგმის მიხედვით, განვითარება ხელს შეუწყობს ტერიტორიის ახალ და უნიკალურ ტურისტულ ცენტრად გარდაქმნას. 

„სიმეტრია“, პირველ ეტაპზე, ტერიტორიის საფუძვლიანად გამოკვლევას გეგმავს. კურორტი შოვი მოიცავს 16 უნიკალურ მინერალურ წყალს, განსაკუთრებულ ჰავას, სამი მწვერვალით გარშემორტყმულ ტერიტორიას და გამორჩეულ ბალნეოლოგიურ და სამკურნალო თვისებებს. სწორედ ამ ძლიერი მხარეების უკეთ წარმოსაჩენად, იგეგმება ტერიტორიის შესწავლა, რაშიც ავსტრიელი და გერმანელი კონსულტანტები ჩაერთვებიან. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ სწორედ ამის შემდგომ მომზადდება პროექტი საინვესტიციოდ და წინასწარი გათვლებით შოვის კურორტი დაახლოებით, 60 მილიონ აშშ დოლარის პირდაპირ ინვესტიციას მოიზიდავს. 

„პროექტი თავისი მასშტაბითა და უნიკალურობით გახდება ახალი ტურისტული ცენტრი საქართველოში, რომელიც წლიურად მოიზიდავს 56 000-ზე მეტ მაღალშემოსავლიან ტურისტს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საუბარია, გურიის შემდეგ ყველაზე დაბალშემოსავლიან რეგიონზე, რაჭაზე და ამ მიმართულებით დამსვენებლების ახალი ნაკადის მოზიდვა მნიშვნელოვნად განავითარებს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას“, - აცხადებენ კომპანიაში. 

„სიმეტრია“ აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან, რეგიონში არსებულ ბიზნესებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა კურორტის განვითარება გეგმაზომიერად მიმდინარეობდეს.

სიმეტრია პარკი - ახალი საცხოვრებელი უბანი სიმეტრიასგან

11.02.2019

სიმეტრია პარკი თბილისის ცენტრიდან მხოლოდ 8 წუთის სავალზე, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში მდებარეობს. პროექტის გამორჩეული ლოკაცია ქალაქის ხმაურისგან მოშორებას და რეკრეაციასთან სიახლოვეს უზრუნველყოფს. მრავალფეროვანი გამწვანება, კოჯრის ტყის გამორჩეული ჰაერი და დაბალანსებული კლიმატი ქმნის უნიკალურ გარემოს ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

სიმეტრია პარკის არქიტექტურა პირველ რიგში იდეალური ბალანსია და ის სრულად მორგებულია პროექტის კონცეფციაზე. არქიტექტურული მოდელი საცხოვრებელი უბნის იმგვარ ფუნქციურ დაყოფას გულისხმობს, რომლის დროსაც მობინადრეების განსხვავებული სურვილები და ცხოვრების წესი არ კვეთს და ეწინააღმდეგება ერთმანეთს. სიმეტრია პარკი 31 ინდივიდუალურ სახლსა და 39 აპარტამენტს აერთიანებს.

დენდროლოგიურ პროექტზე მუშაობისას აქცენტი გამწვანების არა მხოლოდ ეკოლოგიურ მხარეზე, არამედ მის დამატებით ფუნქციურ დატვირთვაზეც გაკეთდა. აქედან გამომდინარე, პროექტში გათვალისწინებულია, როგორც ანტიალერგიული მცენარეები, ასევე ხეების ისეთი განლაგება, რომელიც საკუთარ სახლსა თუ ეზოში იზოლირებასა და განტვირთვას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე იზრუნებს კონსიერჟი. ასევე, გათვალისწინებულია ყველა ის ღონისძიება, რომელიც მაცხოვრებლების სიმშვიდეს უზრუნველყოფს. ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ მობინადრეებსა და მათ სტუმრებს შეუძლიათ.

სიმეტრია პარკი არა მხოლოდ საცხოვრებელი უბანი, არამედ ცხოვრების ახლებური სტანდარტია. მისი კონცეფცია „შინ და გარეთ ჰარმონიის“ იდეას ეფუძნება, რაც გულისხმობს თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე მორგებულ, დახურულ საცხოვრებელ უბანს. აქ სიმეტრიულად მნიშვნელოვანია, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეები: როგორც პროექტის გეგმარება და დიზაინი, ასევე ადამიანური ურთიერთობები და სოციალიზაციის იდეა. სიმეტრია პარკი იდეალური გარემოა მათთვის, ვინც განვითარებას ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ეძებს საქმიანი და პირადი სივრცეების ჰარმონიულ ბალანსს.


სიმეტრია GEOREX TBILISI 2018-ის მონაწილეა

07.02.2019

კომპანია "სიმეტრიამ" 15-16 სექტემბერს გამართულ გამოფენა GEOREX TBILISI 2018-ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: წარმოდგენილი კომპანიები პირველ დღეს ადგილობრივ და საერთაშორისო მაკლერებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს. ამავდროულად, გაიმართა მრგვალი მაგიდაც, რომლის მიმდინარეობისას ქართული უძრავი ქონების ბირჟის შესახებ იმსჯელეს.

GEOREX TBILISI 2018-ის მეორე დღე უცხოელ ინვესტორებს დაეთმო, რომლებიც მონაწილეების წარდგენილ პროგრამას გაეცნენ. ღონისძიების მონაწილეებს ახალი პარტნიორების მოძიების შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, მათ საშუალება ჰქონდათ, საკუთარი პროექტები კლიენტებისა და პროფესიონალებისთვის, უძრავი ქონების ადგილობრივი და საერთაშორისო ბირჟებისთვის წარედგინათ.

GEOREX TBILISI 2018 დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

დეველოპერული კომპანია სიმეტრია „არეა ექსპო 2018“-ზე წარსდგა

07.02.2019

დეველოპერულმა კომპანია "სიმეტრიამ" უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა „არეა ექსპო 2018“ -ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება 30, 31 მარტსა და პირველ აპრილს, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა და საქართველოს მასშტაბით მოქმედი 100-მდე დეველოპერი ერთ სივრცეში გააერთიანა.

„არეა ექსპო 2018“-ზე "სიმეტრიამ" საკუთარი პროექტები წარადგინა. უძრავი ქონების მიმართულებით საქართველოში ამგვარი განსხვავებული ფორმატის ღონისძიება პირველად ჩატარდა. გამოფენის სტუმრები "სიმეტრიას" მშენებარე თუ უკვე დასრულებულ პროექტებს გაეცნენ. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა მიეცათ, სასურველი საცხოვრებელი, საოფისე თუ კომერციული ფართი ადგილზევე შეერჩიათ და შეეძინათ, თანაც, სპეციალური პირობებითა და ფასით. აღსანიშნავია, რომ ბანკების წარმომადგენლები პროდუქტის ხელმისაწვდომობას ადგილზევე უზრუნველყოფდნენ.

ღონისძიება ორგანიზებული იყო უძრავი ქონების სერვისების კომპანია „არეა ჯგუფის“ მიერ, რომელიც მიზნად საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე საერთაშორისო პრაქტიკისა და  სტანდარტების დანერგვას ისახავს.

სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა

03.04.2017

დეველოპერულიმა კომპანია "სიმეტრიამ" პირველი ბრენდული სასტუმრო Best Western Kutaisi გახსნა.  სასტუმრო ქუთაისის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და ცნობილი „თეთრი ხიდიდან“ სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებს. მისი 45-ვე ოთახი მყუდრო და თანამედროვე სტილშია მოწყობილი, აღჭურვილია ვიზიტორების კომფორტის, განტვირთვის, დასვენებისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა დეტალით. Best Western Kutaisi - ში განთავსებული სამი უნივერსალური საკონფერენციო დარბაზი კი საქმიან სტუმრებს ყველა საჭირო შესაძლებლობით უზრუნველყოფს.

Best Western Kutaisi ვიზიტორებს არაჩვეულებრივი საკვები ობიექტებითაც უმასპინძლდება. პირველ სართულზე მდებარე კაფე „ტიციანი“ სტუმრებს მთელი  დღის განმავლობაში უგემრიელეს კერძებსა და დესერტებს სთავაზობს. შენობის სახურავზე კი რესტორანი Roof Top Grill - ია განთავსებული, სადაც ვიზიტორებს არა მარტო ქართული ტრადიციული, არამედ გრილ-ბარის მენიუც დახვდებათ. გარდა ამისა, რესტორნიდან ქალაქის ულამაზესი, თავლწარმტაცი ხედები იშლება, რაც Roof Top Grill - ს  განტვირთვისა და დასვენებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს.

Best Western Kutaisi  სასტუმროების რეგიონული ქსელის განვითარების პროექტის „12 სასტუმრო 12 რეგიონში“ ნაწილია, რომელსაც დეველოპერული კომპანია "სიმეტრია" ახორციელებს. 

სიმეტრია გთავაზობთ ახალ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში - სიმეტრია ლისი

12.12.2016

დეველოპერული კომპანია „სიმეტრია“ წარმოგიდგენთ ახალ საცხოვრებელ კორპუსს „სიმეტრია ლისი“, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისის სწრაფად განვითარებად უბანში, კერძოდ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ნუცუბიძის ფერდობის ლისთან დამაკავშრებელ გზაზე. აღსანიშნავია, რომ კორპუსამდე გზა მიდის როგორც საბურთალოს, ასევე დიღმის მხრიდან და გამოირჩევა თბილისის პანორამული ხედებით.

„სიმეტრია ლისი“ 19-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსია, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული, ხოლო მე-2 და მე-3 სართულებზე საოფისე ფართები. ბინების რაციონალური განლაგების  და მოქნილი დაგეგმარების გარდა, აქ სივრცის შეგრძნებაც  განსაკუთრებულია, რადგან ყველა ბინიდან ქალაქის ხედი იშლება. საცხოვრებელი ბინის მინიმალური ფართობი შეადგენს 51 კვ.მ.-ს.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ კორპუსს აქვს ორდონიანი ავტოსადგომი, რომელიც გათვლილია 74 ავტომობილზე და პარკინგზე ყველა ბინისთვის განთავსებულია სათავსოები, ე.წ. „ლოქერები. კომპლექსში განთავსებული ეზო, „დორფონები“  შესასვლელ კართან, ავტოსადგომის დისტანციური მართვის პულტები, ბავშვთა სათამაშო მოედანი და მულტიფუნქციური სტადიონი  დამატებით კომფორტს შეგიქმნით. კორპუსს  მოემსახურება „ოტისის“ 2 ლიფტი – სამგზავრო და სატვირთო. „სიმეტრია ლისი“ უზრუნველყოფილია სრული სახანძრო დაცვით – ლიფტის დაწნული შახტებიდან დაწყებული, სპრინკლერების სისტემით, ავარიული კარებითა და ცეცხლმაქრებით დამთავრებული. ბუნებრივი აირის ქვაბების გამწოვი მილების მონტაჟი ხორციელდება აივნებზე, სპეციალურად დახურულ სივრცეში. აქედან გამომდინარე, შენობის ფასადს ხელს არ უშლის არც ერთი ზედმეტი მილი და არც ერთი მაცხოვრებელი არ შეწუხდება მეზობლის გამათბობელი სისტემის ნამწვით. აღსანიშნავია, რომ ამ მიდგომით  „სიმეტრია ლისი“  გამორჩეულია ბაზარზე.

„სიმეტრია ლისის“ არქიტექტურული  და საინჟინრო პროექტი ეკუთვნის კომპანია „დემარკს“, რომლის მრავალწლიანი გამოცდილება საიმედოობითა და ხარისხით გამოირჩევა. კორპუსი შენდება ბედეგის იზობლოკით, რომელიც არის ხმის საუკეთესო იზოლატორი და 60%-ით ამცირებს გათბობა-კონდიცირების ხარჯებს. განსხვავებული არქიტექტურული იერსახე შექმნილია ფასადის მოსაპირკეთებელი კომპიზუტური, ფოლადის პანელებით, რომლებიც ქარის მჭრელის ფუნქციასაც ასრულებს.

სამშენებლო პროცესი შერსულებულია დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. მუდმივი მონიტორინგი, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე მეთოდოლოგია და  ტექნოლოგია მშენებლობის საიმედოობის გარანტია. სეისმომედეგობის, დრენაჟის, გამძლე მასალებისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გარდა, ხაზგასასმელია შენობის ფასადის ვიზუალიც. მშენებლობისა და მოპირკეთებისას ყოველ დეტალს უდიდესი ყურადღება ექცევა. შედეგად, „სიმეტრია ლისი“  პასუხობს თანამედროვე საცხოვრებელი სახლის ყველა   სტანდარტს – ტექნიკურად უზადო შენობა ქალაქის იერსახეს მიმზიდველი ექსტერიერითაც ამრავალფეროვნებს.


კონტაქტი

კონტაქტი

ვაჟა ფშაველას გამზ., 70ბ, თბილისი, საქართველო
ოფისი: 995 32 2 240 230
ელ.ფოსტა: info@simetria.ge