უძრავი ქონების განვითარების კომპანია "სიმეტრია" "კაპიტოლ ჯგუფის" წევრია. "კაპიტოლ ჯგუფი" 2006 წელს დაარსდა და ყაზახური ინვესტიციების მოზიდვის შედეგად, რამდენიმე კომპანია გააერთიანა. მისი ძირითადი საქმიანობა ინვესტიციების მოზიდვა და მართვაა. "სიმეტრია" კი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.
ამჟამად ჩვენი საქმიანობა უძრავი ქონების განვითარების მიმართულების ფართო არეალს მოიცავს. მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები. კომპანიის შეთავაზებები სერვისების სრულ სპექტრს აერთიანებს, რაც პროექტის კონცეფციის შექმნას, მის განხორციელებასა და მომხმარებლებისთვის მის შეთავაზებას გულისხმობს. "სიმეტრიას" სტაბილური განვითარება ინვესტიციების ეფექტიან მართვასა და დეველოპერული პროექტების დათქმულ ვადებში, მაღალი ხარისხით განხორციელებას ეფუძნება.
მრავალწლიანი გამოცდილება და მუდმივად განახლებადი ცოდნა შესაძლებლობას გვაძლევს, ბაზარზე განსხვავებული, საკუთარი ნიშა დავიმკვიდროთ და მომხმარებელს ორიგინალური, საინტერესო შეთავაზებები წარვუდგინოთ. "სიმეტრია" სანდო პარტნიორის რეპუტაციით სარგებლობს, რაც სტაბილურობაზე, განვითარებასა და მოლოდინების გამართლებაზეა დაფუძნებული. ჩვენი დასრულებული და მიმდინარე პროექტები:
საცხოვრებელი პროექტები:
სავაჭრო, გასართობი და ბიზნესცენტრები:
სასტუმროები (თბილისსა და რეგიონებში):