სიმეტრია პარკი

სიმეტრია პარკი პრემიუმ კლასის დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ოქროყანაში მდებარეობს. ოქროყანა საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ქალაქის ცენტრიდან არც თუ ისე მოშორებით ცხოვრება სურს. თანამედროვე კომპლექსი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული და მას თბილისის ისტორიული ნაწილიდან 8 წუთის სავალი მანძილი აშორებს.

სიმეტრია პარკი  20 000 კვ/მ ფართობზეა განთავსებული და უზრუნველყოფილია ყველა პირობით, რაც იდეალური საცხოვრებელი გარემოსთვისაა საჭირო. იგი 39 ბინასა და 31 კერძო, ინდივიდუალურ სახლს აერთიანებს. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალებითაა აგებული და როგორც საშუალო, ისე მაღალი სეგმენტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. თითოეულ ინდივიდუალურ სახლს პარკინგი და დამოუკიდებელი შიდა ეზო აქვს. ბინები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტის უპირატესობებია: ეკოლოგიურად სუფთა გარემო, საუკეთესო ადგილმდებარეობა, რეკრეაცია და ულამაზესი ხედები თბილისზე.

გარდა ამისა, სიმეტრია პარკის მობინადრეებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი ინფრასტრუქტურა და სერვისები, რომლებიც საცხოვრებლად თუ დასასვენებლად უსაფრთხო და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. მათ შორის:

  • სპორტული დარბაზი
  • სპა ცენტრი
  • მრავალფუნქციური ღია და დახურული საბავშვო მოედანი
  • ცენტრალური პარკი (2000 კვ მეტრი)
  • გამწვანებული ქუჩები
  • საფეხმავლო და ველობილიკები
  • მისაღები სივრცე და კონსიერჟი
  • შეხვედრების ოთახი და ბიბლიოთეკა
  • ტერიტორიის 24 საათიანი დაცვა
  • ვიდეოუსაფრთხოების სისტემა
  • საერთო სივრცეების მოვლა
  • ტერიტორიაზე კომერციული ობიექტები: მაღაზია, აფთიაქი

კომპლექსს ქალაქთან ორი კეთილმოწყობილი გზა აკავშირებს: ერთი თავისუფლების მოედნიდან, მეორე კი წავკისი-შინდისის ორთაჭალასთან დამაკავშირებელი მაგისტრალიდან.

სიმეტრია პარკის ბინები  შემდეგი პირობებით ბარდება:

  • კედლები და შიდა ტიხრები ამოყვანილი და გაჯით გალესილია
  • იატაკი მოჭიმულია
  • ექსტერიერზე ალუმინის მაღალხარისხიანი კარ-ფანჯარაა
  • გამართულია ელექტრო გაყვანილობის შიდა ქსელი (მრიცხველის გარეშე)
  • მოწყობილია წყალგაყვანილობა და კანალიზაცია
  • ჩართულია საკომუნიკაციო ქსელები
  • გაყვანილია ბუნებრივი აირი
  • მოწყობილია კომპლექსის ინფრასტრუქტურა

კონტაქტი

კონტაქტი

ვაჟა ფშაველას გამზ., 70ბ, თბილისი, საქართველო
ოფისი: 995 32 2 240 230
ელ.ფოსტა: info@simetria.ge