ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, „გლდანი ავტოპარკინგი” დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ადგილას, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლის“ მიმდებარედაა განთავსებული.
თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი ავტოპარკი გლდანში 100 ავტომობილზეა გათვლილი და ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს. ტერიტორიაზე, რომელიც მუდმივად გადატვირთულია და არა მარტო გლდანის, არამედ მიმდებარე უბნებისთვისაც მნიშვნელოვან სატრანსპორტო თუ კომერციულ კვანძს წარმოადგენს, ავტოსადგომი პარკინგის პრობლემას შესამჩნევად ამსუბუქებს და მოძრაობის განტვირთვას მნიშვნელოვნად განაპირობებს.
ამას გარდა, შესრულდა „გლდანი ავტოპარკინგის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები და რეკრეაციული ზონა მოეწყო. პროექტში 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.