გლდანი მოლი

7-სართულიანი, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას და მნიშვნელოვან სატრასპორტო კვანძთან — მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მდებარეობს. „გლდანი მოლი“, რომელიც უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა, ერთ სივრცეში 100-მდე კომერციულ ობიექტს — საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს, ბანკს, ბავშვთა გასართობ და სადღესასწაულო ცენტრს აერთიანებს. თითოეული მათგანი სართულების მიხედვით, თემატურადაა განლაგებული, რაც ვიზიტორებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის.

სავაჭრო ცენტრი გლდანში ჯამში 17 482 კვ/მ ფართობზეა განთავსებული. ყოველდღიურად მას 60 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი კი მოლს ვიზიტორთა დამატებითი ნაკადით უზრუნველყოფს. „გლდანი მოლი“ 2014 წლის 25 დეკემბრიდან ფუნქციონირებს.

კონტაქტი

კონტაქტი

ვაჟა ფშაველას გამზ., 70ბ, თბილისი, საქართველო
ოფისი: 995 32 2 240 230
ელ.ფოსტა: info@simetria.ge