სიმეტრია ლისის მრავალფუნქციური კომპლექსის მე-2, მე-3, მე-4, მე-18 და მე-19 სართულებზე განთავსებულია საოფისე ფართები. მე-18 და მე-19 სართულზე ოფისებისთვის განკუთვნილ საერთო სარგებლობის სივრცეში განთავსებულია ღია ტიპის ვერანდა, საერთო სამუშაო სივრცე, შეხვედრების ოთახები და კვების წერტილი.
სიმეტრია ლისის ოფისების პროექტი უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის სეგმენტის დაინტერესებას. პროექტი გათვლილია იმ ტიპის კომპანიებისთვის, რომელთათვისაც გარემო, პრესტიჟი და კომფორტი პრიორიტეტულია, მაგალითად, სარეკლამო და დიზაინერული კომპანიები; ესთეტიკის ცენტერები და სალონები; იურიდიული და ფინანსური ოფისები და ა.შ.
მოქნილი კონფიგურაცია, გამორჩეული და თანამედროვე არქიტექტურული გეგმარება და თბილისის პანორამული ხედი ქმნის ყველა პირობას კომფორტული სამუშაო გარემოსთვის.