Best Western Kutaisi

დეველოპერული კომპანია სიმეტრია სასტუმროების რეგიონული ქსელის განვითარების პროექტს, „12 სასტუმრო 12 რეგიონში“ ახორციელებს. სწორედ ამ პროექტის ნაწილს წარმოადგენს პირველი ბრენდული სასტუმრო Best Western Kutaisi.

სასტუმრო ქალაქ ქუთაისის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და 45 ნომერს აერთიანებს. მათ შორის 40 სტანდარტულია, 5 კი — ლუქსის ტიპის. აქვე განთავსებულია 3 საკონფერენციო დარბაზი, სადაც ჯამურად დაახლოებით 100 ადამიანი ეტევა. სასტუმროს ნომრები და საერთო სარგებლობის სივრცეები თანამედროვე სტილშია გაფორმებული, თუმცა, ამავდროულად, მათი დიზაინის ელემენტები უძველესი ქალაქის ადგილმდებარეობასაც წარმოაჩენს.

Best Western Kutaisi-ს სტუმრებს ორი საკვები ობიექტი ელოდებათ: კაფე, რომელიც პირველ სართულზე მდებარეობს, მათ ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. შენობის სახურავზე კი რესტორანია განთავსებული, რომლის ღია ტერასიდან ქალაქის პანორამული ხედები იშლება. აქ მისულ ვიზიტორებს, ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად, გრილ-ბარის მენიუც დახვდებათ.

სასტუმრო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც შშმ სტუმრების კომფორტსა და უსაფრთხოებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

Best Western Kutaisi-ის საქმიანობას სასტუმროების მართვის საერთაშორისო კომპანია T3 Hospitality Management ხელმძღვანელობს, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. T3 Hospitality Management, თანამედროვე სტანდარტების დაცვით, თანამშრომლების რეგულარული ტრენინგებითა და გადამზადებით, მომხმარებლებისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზებას უზრუნველყოფს. 

კონტაქტი

კონტაქტი

ვაჟა ფშაველას გამზ., 70ბ, თბილისი, საქართველო
ოფისი: 995 32 2 240 230
ელ.ფოსტა: info@simetria.ge