Holiday Inn Express Tbilisi

Holiday Inn Express "სიმეტრიას" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია. საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ძველ თბილისში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ტერიტორიაზე განთავსდება.

Holiday Inn Express  საერთაშორისო კომპანია ინტერკონტინენტალის ერთ-ერთი ბრენდია.

სიმეტრიამ იგი ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად შეარჩია. Holiday Inn Express  თბილისი საშუალო სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასტუმრო ტრენდული და დახვეწილი დიზაინის იქნება. ამავდროულად, იგი ფუნქციურად მაქსიმალურად დატვირთულ სივრცეებს გააერთიანებს: ფართო საკონფერენციო დარბაზი და შიდა გამწვანებული ეზო სასტუმროს ფუნქციურად აქტიურს გახდის.

Holiday Inn Express სტუმრებს მაღალი ხარისხის, საუკეთესო მომსახურებას შესთავაზებს. 6-სართულიანი სასტუმრო ავლაბარში შენდება და 123 ნომერს გააერთიანებს. Holiday Inn Express-ის მართვას საერთაშორისო კომპანია Hotel Collection International (HCI)  განახორციელებს.

კონტაქტი

კონტაქტი

ვაჟა ფშაველას გამზ., 70ბ, თბილისი, საქართველო
ოფისი: 995 32 2 240 230
ელ.ფოსტა: info@simetria.ge