სასტუმრო ბაკურიანში

"სიმეტრიას" ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი ბაკურიანში 4* სასტუმროს მშენებლობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ იგი საერთაშორისო ბრენდის სახელით გაიხსნება და ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

დაბა ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტზე მორგებული, შესაბამისი დიზაინის სასტუმრო მომხმარებლებს საკონფერენციო სივრცეს, დახურულ და ღია ავტოსადგომებს, თხილამურებისა და ველოსიპედების დეპოს, სპას, საცურაო აუზს, ღია, მზიან ტერასებს, პატარების გასართობ სივრცესა და სხვა სერვისებს შესთავაზებს.

საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ბაკურიანში საუკეთესო ადგილას, კურორტის ცენტრში, ახალი სათხილამურო გზის სიახლოვეს შენდება. ეს მდებარეობა არაჩვეულებრივი ხედებით გამოირჩევა და ამავდროულად ტრანპორტისთვისაც განსაკუთრებით მარტივად მისადგომია.

სასტუმრო 110 ნომერს გააერთიანებს. მისი მშენებლობა 20 თვეში დასრულდება. 

კონტაქტი

კონტაქტი

ვაჟა ფშაველას გამზ., 70ბ, თბილისი, საქართველო
ოფისი: 995 32 2 240 230
ელ.ფოსტა: info@simetria.ge