საქართველოს შესახებ

საქართველო რეგიონის ლიდერ ქვეყანაა, რომელიც გამორჩეულია დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკითა და ტურიზმის სწრაფად განვითარებადი სფეროს მხარდაჭერით,  დაბალი გადასახადებით, სახელმწიფო სერვისების სფეროში ელექტრონული მმართველობის მაღალი სტანდარტით, სტაბილური საბანკო სექტორითა და უსაფრთხოების მოწინავე მაჩვენებლით. 

ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება. მსოფლიო ბანკის Doing Business - ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 190 სახელმწიფოს შორის მე - 6 ადგილს იკავებს. ქვეყანა უკეთესი და ეფექტიანი რეგულირების კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებით გამოირჩევა. 

  • ფართობი - 69,700 კვ/კმ
  • მოსახლეობა - 3.73 მლნ ადამიანი
  • მშპ ერთ სულზე - 4,047 აშშ დოლარი
  • ინფლაცია - 1.9%
  • უმუშევრობის დონე - 13.9%
  • საშუალო ხელფასი - 400 აშშ დოლარი 

საქართველოს დედაქალაქი, თბილისი ქვეყნისა და რეგიონის ფინანსურ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქში 1.16 მლნ ადამიანი ცხოვრობს და უძრავი ქონების სექტორი სწრაფი ტემპებით ვითარდება.

კონტაქტი

კონტაქტი

ვაჟა ფშაველას გამზ., 70ბ, თბილისი, საქართველო
ოფისი: 995 32 2 240 230
ელ.ფოსტა: info@simetria.ge