საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით დაინტერესებულ ინვესტორებს სიმეტრია პროექტების მრავალფეროვან პორტფელს სთავაზობს, რაც განსხვავებული ფუნქციონალისა და საინვესტიციო მოცულობის უძრავ ქონებას აერთიანებს.
თითოეული პროექტის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩვენი მიზანია:
- ინვესტორის მაქსიმალური უკუგების უზრუნველყოფა
- კონკრეტული ადგილმდებარეობის განვითარებისთვის ოპტიმალური და გარემოსთვის სასარგებლო კონცეფციის შექმნა
- შესაბამისი არქიტექტურული გადაწყვეტის შერჩევა
თითოეული საინვესტიციო აქტივობის განხორციელებისას სიმეტრია მაღალი ხარისხის ფინანსურ ანალიზს, უძრავი ქონების შესაბამისი სეგმენტის საფუძვლიან ცოდნასა და ექსპერტიზას ეყრდნობა. ამასთან, ჩვენ ყველა შესაძლო რისკს ვითვალისწინებთ და მათი შემცირებისთვის საჭირო ღონისძიებებებს ვგეგმავთ.
უძრავი ქონების განვითარების პროექტების ფარგლებში, ინვესტორს დეველოპერულ სერვისებს სრულად ვთავაზობთ, რაც კონცეფიის შექმნით იწყება და ბიზნესიდან გასვლის სტრატეგიით სრულდება. აღნიშნულ სერვისებს წარმოადგენს:
- პროექტისთვის საჭირო უძრავი ქონების მოძიება და შესყიდვის უზრუნველყოფა
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რისკების შესწავლა და დაზღვევა
- პროექტისთვის საჭირო განაშენიანების პარამეტრების მიღება
- პროექტის კონცეფციის შემუშავება
- პროექტის ფინანსური ნაწილის დაგეგმვა და ანალიზი
- სრული არქიტექტურული პროექტის შემუშავება
- ბრენდისა და სასტუმროს მმართველი კომპანიის შერჩევა (სასტუმრო პროექტების შემთხვევაში)
- სამშენებლო და/ან სარემონტო კომპანიების შერჩევა
- სადემონტაჟო სამუშაოების უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში)
- სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა
- შესყიდვების წარმოება
- ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარება უფლებამოსილ ორგანოებში რეგისტრაციით
- სასტუმროს შევსების პროცესის მართვა და გახსნის ღონისძიების ორგანიზება
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და პროცესის მართვა
- დამკვეთთან სრული რეპორტინგი, განსაზღვრული პერიოდულობით ან საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე