ჩვენი სიახლეები

შოვის კურორტის განვითარებისთვის „სიმეტრია“ 60 მლნ დოლარამდე ინვესტიციას მოიზიდავს

26.02.2019

უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ თანამშრომლობის გენერალური ხელშეკრულება უკვე ოფიციალურად გააფორმა ყაზახურ ბიზნეს ჯგუფთან, რომელიც შოვის კურორტის ტერიტორიის 60%-ს ფლობს. 

ხელშეკრულების თანახმად, შოვის კურორტის განვითარებაზე „სიმეტრია“ იზრუნებს. 

კურორტის ტერიტორიის 60%-ის კუთვნილება ქმნის საფუძველს კურორტის არა დანაწევრებული, არამედ ერთიანი და სისტემური განვითარებისთვის. შოვის კურორტის გენერალური გეგმის მიხედვით, განვითარება ხელს შეუწყობს ტერიტორიის ახალ და უნიკალურ ტურისტულ ცენტრად გარდაქმნას. 

„სიმეტრია“, პირველ ეტაპზე, ტერიტორიის საფუძვლიანად გამოკვლევას გეგმავს. კურორტი შოვი მოიცავს 16 უნიკალურ მინერალურ წყალს, განსაკუთრებულ ჰავას, სამი მწვერვალით გარშემორტყმულ ტერიტორიას და გამორჩეულ ბალნეოლოგიურ და სამკურნალო თვისებებს. სწორედ ამ ძლიერი მხარეების უკეთ წარმოსაჩენად, იგეგმება ტერიტორიის შესწავლა, რაშიც ავსტრიელი და გერმანელი კონსულტანტები ჩაერთვებიან. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ სწორედ ამის შემდგომ მომზადდება პროექტი საინვესტიციოდ და წინასწარი გათვლებით შოვის კურორტი დაახლოებით, 60 მილიონ აშშ დოლარის პირდაპირ ინვესტიციას მოიზიდავს. 

„პროექტი თავისი მასშტაბითა და უნიკალურობით გახდება ახალი ტურისტული ცენტრი საქართველოში, რომელიც წლიურად მოიზიდავს 56 000-ზე მეტ მაღალშემოსავლიან ტურისტს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საუბარია, გურიის შემდეგ ყველაზე დაბალშემოსავლიან რეგიონზე, რაჭაზე და ამ მიმართულებით დამსვენებლების ახალი ნაკადის მოზიდვა მნიშვნელოვნად განავითარებს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას“, - აცხადებენ კომპანიაში. 

„სიმეტრია“ აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან, რეგიონში არსებულ ბიზნესებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა კურორტის განვითარება გეგმაზომიერად მიმდინარეობდეს.

სიმეტრია პარკი - ახალი საცხოვრებელი უბანი სიმეტრიასგან

11.02.2019

სიმეტრია პარკი თბილისის ცენტრიდან მხოლოდ 8 წუთის სავალზე, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში მდებარეობს. პროექტის გამორჩეული ლოკაცია ქალაქის ხმაურისგან მოშორებას და რეკრეაციასთან სიახლოვეს უზრუნველყოფს. მრავალფეროვანი გამწვანება, კოჯრის ტყის გამორჩეული ჰაერი და დაბალანსებული კლიმატი ქმნის უნიკალურ გარემოს ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

სიმეტრია პარკის არქიტექტურა პირველ რიგში იდეალური ბალანსია და ის სრულად მორგებულია პროექტის კონცეფციაზე. არქიტექტურული მოდელი საცხოვრებელი უბნის იმგვარ ფუნქციურ დაყოფას გულისხმობს, რომლის დროსაც მობინადრეების განსხვავებული სურვილები და ცხოვრების წესი არ კვეთს და ეწინააღმდეგება ერთმანეთს. სიმეტრია პარკი 31 ინდივიდუალურ სახლსა და 39 აპარტამენტს აერთიანებს.

დენდროლოგიურ პროექტზე მუშაობისას აქცენტი გამწვანების არა მხოლოდ ეკოლოგიურ მხარეზე, არამედ მის დამატებით ფუნქციურ დატვირთვაზეც გაკეთდა. აქედან გამომდინარე, პროექტში გათვალისწინებულია, როგორც ანტიალერგიული მცენარეები, ასევე ხეების ისეთი განლაგება, რომელიც საკუთარ სახლსა თუ ეზოში იზოლირებასა და განტვირთვას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე იზრუნებს კონსიერჟი. ასევე, გათვალისწინებულია ყველა ის ღონისძიება, რომელიც მაცხოვრებლების სიმშვიდეს უზრუნველყოფს. ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ მობინადრეებსა და მათ სტუმრებს შეუძლიათ.

სიმეტრია პარკი არა მხოლოდ საცხოვრებელი უბანი, არამედ ცხოვრების ახლებური სტანდარტია. მისი კონცეფცია „შინ და გარეთ ჰარმონიის“ იდეას ეფუძნება, რაც გულისხმობს თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე მორგებულ, დახურულ საცხოვრებელ უბანს. აქ სიმეტრიულად მნიშვნელოვანია, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეები: როგორც პროექტის გეგმარება და დიზაინი, ასევე ადამიანური ურთიერთობები და სოციალიზაციის იდეა. სიმეტრია პარკი იდეალური გარემოა მათთვის, ვინც განვითარებას ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ეძებს საქმიანი და პირადი სივრცეების ჰარმონიულ ბალანსს.


სიმეტრია GEOREX TBILISI 2018-ის მონაწილეა

07.02.2019

კომპანია "სიმეტრიამ" 15-16 სექტემბერს გამართულ გამოფენა GEOREX TBILISI 2018-ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: წარმოდგენილი კომპანიები პირველ დღეს ადგილობრივ და საერთაშორისო მაკლერებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს. ამავდროულად, გაიმართა მრგვალი მაგიდაც, რომლის მიმდინარეობისას ქართული უძრავი ქონების ბირჟის შესახებ იმსჯელეს.

GEOREX TBILISI 2018-ის მეორე დღე უცხოელ ინვესტორებს დაეთმო, რომლებიც მონაწილეების წარდგენილ პროგრამას გაეცნენ. ღონისძიების მონაწილეებს ახალი პარტნიორების მოძიების შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, მათ საშუალება ჰქონდათ, საკუთარი პროექტები კლიენტებისა და პროფესიონალებისთვის, უძრავი ქონების ადგილობრივი და საერთაშორისო ბირჟებისთვის წარედგინათ.

GEOREX TBILISI 2018 დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

დეველოპერული კომპანია სიმეტრია „არეა ექსპო 2018“-ზე წარსდგა

07.02.2019

დეველოპერულმა კომპანია "სიმეტრიამ" უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა „არეა ექსპო 2018“ -ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება 30, 31 მარტსა და პირველ აპრილს, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა და საქართველოს მასშტაბით მოქმედი 100-მდე დეველოპერი ერთ სივრცეში გააერთიანა.

„არეა ექსპო 2018“-ზე "სიმეტრიამ" საკუთარი პროექტები წარადგინა. უძრავი ქონების მიმართულებით საქართველოში ამგვარი განსხვავებული ფორმატის ღონისძიება პირველად ჩატარდა. გამოფენის სტუმრები "სიმეტრიას" მშენებარე თუ უკვე დასრულებულ პროექტებს გაეცნენ. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა მიეცათ, სასურველი საცხოვრებელი, საოფისე თუ კომერციული ფართი ადგილზევე შეერჩიათ და შეეძინათ, თანაც, სპეციალური პირობებითა და ფასით. აღსანიშნავია, რომ ბანკების წარმომადგენლები პროდუქტის ხელმისაწვდომობას ადგილზევე უზრუნველყოფდნენ.

ღონისძიება ორგანიზებული იყო უძრავი ქონების სერვისების კომპანია „არეა ჯგუფის“ მიერ, რომელიც მიზნად საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე საერთაშორისო პრაქტიკისა და  სტანდარტების დანერგვას ისახავს.

სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა

03.04.2017

დეველოპერულიმა კომპანია "სიმეტრიამ" პირველი ბრენდული სასტუმრო Best Western Kutaisi გახსნა.  სასტუმრო ქუთაისის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და ცნობილი „თეთრი ხიდიდან“ სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებს. მისი 45-ვე ოთახი მყუდრო და თანამედროვე სტილშია მოწყობილი, აღჭურვილია ვიზიტორების კომფორტის, განტვირთვის, დასვენებისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა დეტალით. Best Western Kutaisi - ში განთავსებული სამი უნივერსალური საკონფერენციო დარბაზი კი საქმიან სტუმრებს ყველა საჭირო შესაძლებლობით უზრუნველყოფს.

Best Western Kutaisi ვიზიტორებს არაჩვეულებრივი საკვები ობიექტებითაც უმასპინძლდება. პირველ სართულზე მდებარე კაფე „ტიციანი“ სტუმრებს მთელი  დღის განმავლობაში უგემრიელეს კერძებსა და დესერტებს სთავაზობს. შენობის სახურავზე კი რესტორანი Roof Top Grill - ია განთავსებული, სადაც ვიზიტორებს არა მარტო ქართული ტრადიციული, არამედ გრილ-ბარის მენიუც დახვდებათ. გარდა ამისა, რესტორნიდან ქალაქის ულამაზესი, თავლწარმტაცი ხედები იშლება, რაც Roof Top Grill - ს  განტვირთვისა და დასვენებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს.

Best Western Kutaisi  სასტუმროების რეგიონული ქსელის განვითარების პროექტის „12 სასტუმრო 12 რეგიონში“ ნაწილია, რომელსაც დეველოპერული კომპანია "სიმეტრია" ახორციელებს. 

სიმეტრია გთავაზობთ ახალ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში - სიმეტრია ლისი

12.12.2016

დეველოპერული კომპანია „სიმეტრია“ წარმოგიდგენთ ახალ საცხოვრებელ კორპუსს „სიმეტრია ლისი“, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისის სწრაფად განვითარებად უბანში, კერძოდ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ნუცუბიძის ფერდობის ლისთან დამაკავშრებელ გზაზე. აღსანიშნავია, რომ კორპუსამდე გზა მიდის როგორც საბურთალოს, ასევე დიღმის მხრიდან და გამოირჩევა თბილისის პანორამული ხედებით.

„სიმეტრია ლისი“ 19-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსია, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული, ხოლო მე-2 და მე-3 სართულებზე საოფისე ფართები. ბინების რაციონალური განლაგების  და მოქნილი დაგეგმარების გარდა, აქ სივრცის შეგრძნებაც  განსაკუთრებულია, რადგან ყველა ბინიდან ქალაქის ხედი იშლება. საცხოვრებელი ბინის მინიმალური ფართობი შეადგენს 51 კვ.მ.-ს.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ კორპუსს აქვს ორდონიანი ავტოსადგომი, რომელიც გათვლილია 74 ავტომობილზე და პარკინგზე ყველა ბინისთვის განთავსებულია სათავსოები, ე.წ. „ლოქერები. კომპლექსში განთავსებული ეზო, „დორფონები“  შესასვლელ კართან, ავტოსადგომის დისტანციური მართვის პულტები, ბავშვთა სათამაშო მოედანი და მულტიფუნქციური სტადიონი  დამატებით კომფორტს შეგიქმნით. კორპუსს  მოემსახურება „ოტისის“ 2 ლიფტი – სამგზავრო და სატვირთო. „სიმეტრია ლისი“ უზრუნველყოფილია სრული სახანძრო დაცვით – ლიფტის დაწნული შახტებიდან დაწყებული, სპრინკლერების სისტემით, ავარიული კარებითა და ცეცხლმაქრებით დამთავრებული. ბუნებრივი აირის ქვაბების გამწოვი მილების მონტაჟი ხორციელდება აივნებზე, სპეციალურად დახურულ სივრცეში. აქედან გამომდინარე, შენობის ფასადს ხელს არ უშლის არც ერთი ზედმეტი მილი და არც ერთი მაცხოვრებელი არ შეწუხდება მეზობლის გამათბობელი სისტემის ნამწვით. აღსანიშნავია, რომ ამ მიდგომით  „სიმეტრია ლისი“  გამორჩეულია ბაზარზე.

„სიმეტრია ლისის“ არქიტექტურული  და საინჟინრო პროექტი ეკუთვნის კომპანია „დემარკს“, რომლის მრავალწლიანი გამოცდილება საიმედოობითა და ხარისხით გამოირჩევა. კორპუსი შენდება ბედეგის იზობლოკით, რომელიც არის ხმის საუკეთესო იზოლატორი და 60%-ით ამცირებს გათბობა-კონდიცირების ხარჯებს. განსხვავებული არქიტექტურული იერსახე შექმნილია ფასადის მოსაპირკეთებელი კომპიზუტური, ფოლადის პანელებით, რომლებიც ქარის მჭრელის ფუნქციასაც ასრულებს.

სამშენებლო პროცესი შერსულებულია დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. მუდმივი მონიტორინგი, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე მეთოდოლოგია და  ტექნოლოგია მშენებლობის საიმედოობის გარანტია. სეისმომედეგობის, დრენაჟის, გამძლე მასალებისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გარდა, ხაზგასასმელია შენობის ფასადის ვიზუალიც. მშენებლობისა და მოპირკეთებისას ყოველ დეტალს უდიდესი ყურადღება ექცევა. შედეგად, „სიმეტრია ლისი“  პასუხობს თანამედროვე საცხოვრებელი სახლის ყველა   სტანდარტს – ტექნიკურად უზადო შენობა ქალაქის იერსახეს მიმზიდველი ექსტერიერითაც ამრავალფეროვნებს.


კონტაქტი

კონტაქტი

ვაჟა ფშაველას გამზ., 70ბ, თბილისი, საქართველო
ოფისი: 995 32 2 240 230
ელ.ფოსტა: info@simetria.ge