„სიმეტრია ჯიქია“ ადამიანსა და გარემოზე ნაფიქრი, დეტალებზე ორიენტირებული პროექტია. აქ პრაქტიკულობა ჰარმონიულად ერწყმის კომფორტს, რაც საუკეთესო საცხოვრებელ გარემოში გამოიხატება. “სიმეტრია ჯიქიას” კომპლექსი დაპროექტებულია ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით. პროექტი გამოირჩევა პრაქტიკული გეგმარებით, ენერგოეფექტურობით და სხვა დეტალებით, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს ცხოვრებისათვის.
„სიმეტრია ჯიქია“ სამ ფუნქციას აერთიანებს: საცხოვრებელი, კომერციული სივრცე და ბიზნეს ცენტრი. საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, საკვები ობიექტები, მაღაზიები, საერთო სამუშაო სივრცეები და იზოლირებული ეზო მაცხოვრებლებისათვის, სადაც გათვალისწინებულია როგორც სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობი სივრცე, ქმნის იმ გარემოს, სადაც ყველაფერია კარგი ცხოვრების, მუშაობისა თუ დასვენებისათვის.
პროექტის უნიკალური მახასიათებელია მისი სტრატეგიული მდებარეობა. „სიმეტრია ჯიქია“ საბურთალოს ოთხი ქუჩის გადაკვეთასთან, უნიკალურ ლოკაციაზეა განთავსებული: ქავთარაძის ქ., სანდრო ეულის ქ., პოლიტკოვსკაიას ქ. , უნივერსიტეტის ქ. ეს თავის მხრივ განსაკუთრებით კომფორტულია სატრანსპორტო მოქნილობის კუთხით: ყველა მუნიციპალური ტრანსპორტი პროექტის ირგვლივ (მეტრო 150 მეტრში და 2 წუთის ფეხით სავალ გზაზე).