საიტი მზადების პროცესშია
პროექტები კომპანიის შესახებ კონტაქტი
მიმდინარე პროექტები

სიმეტრია ლისზე“ წარმოადგენს 19 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს.

შენობისთვის შერჩეულია საუკეთესო ადგილი, რომელიც გამოირჩევა სუფთა ჰაერით, რეკრეაციული ზონებით, ახლოსაა ლისის ტბასთან და  გადაჰყურებს ქალაქს. ყველას, ვისთვისაც სუფთა და ჯანსაღი გარემო პრიორიტეტულია, ლისის საცხოვრებელი სწორი არჩევანია.

კომპლექსის ქვედა სართულებზე განთავსებულია საოფისე ფართები.


სიმეტრია ლისი

საცხოფრებელი ბინები მე-5 სართულიდან იწყება.  ბინების რაციონალური განლაგების  და მოქნილი გეგმარების გარდა, „სიმეტრია ლისზე“  მზიანი ბინებითა და გასაოცარი პანორამული ხედებით გამოირჩევა

პროექტი მოიცავს 67 ბინა.

საცხოვრებელი უბანი ოქროყანაში საუკეთესო არჩევანია მათთვის ვისაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ამავდროულად ქალაქის ცენტრისგან არცთუ ისე შორს სურს ცხოვრება.

ეს არის პრემიუმ კლასის დახურული საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილი ყველა საჭირო დეტალით იდეალური საცხოვრებელი

გარემოს შესაქმნელად. კომპლექსი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა რაიონში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე  (2.5 კმ), 15 წუთის დაშორებით ქალაქის ისტორიული ნაწილიდან.


პროექტი მოიცავს:

38 ბინას

31 ინდივიდუალურ სახლს

საცხოვრებელი უბდანი  ოქროყანაში სასტუმრო ბაკურიანში

სასტუმრო განთავსდება ბაკურიანის წრეზე, კურორტის ცენტრთან და ახალ სათხილამურო გზასთან ახლოს. ლოკაცია  საუკეთესო ხედებითა და ტრანსპორტისთვის ადვილად მისადგომი გზით გამოირჩევა. სასტუმრო 3 ვარსკვლავიანი იქნება და საერთაშორისო


ბრენდის სახელით გაიხსენება, რაც ბაკურიანისთვის სიახლეს წარმოადგენს. სასტუმრო 3 ვარსკვლავიანი იქნება და საერთაშორისო ბრენდის სახელით გაიხსენება, რაც ბაკურიანისთვის სიახლეს წარმოადგენს.


სასტუმრო შედგება 110 ნომრისგან. მშენებლობა 20 თვეში დასრულდება.

სასტუმრო განთავსდება დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში - ავლაბარში. ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ტერიტორიაზე.

სასტუმრო საერთაშორისო კომპანია ინტერკონტინენტალის ერთ-ერთი ბრენდის Holiday Inn Express-ს სახელით გაიხსენება,


სასტუმრო ავლაბარში

მის მართვას ასევე საერთაშორისო კომპანია T3 Hospitality Management განახორციელებს.


სასტუმრო 7 სართულისა და 120 ნომრისგან შედგება.

დასრულებული პროექტები სიმეტრია ვაკე

საცხოვრებელი სახლი ვაკეში 11-სართულიან შენობას წარმოადგენს და თბილისის ორი პრესტიჟული უბნის - ვერისა და ვაკის საზღვარზე მდებარეობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ სახლს „ლაინ ჰაუსს“ ბევრი უპირატესობა აქვს, მათ შორის: ადგილმდებარეობა, მცირე

ზომის ბინები და სივრცის ოპტიმალური გეგმარება.

კორპუსს ემსახურება „ოტისის“ ლიფტი. სადარბაზოში დამონტაჟებულია საფოსტო ყუთები, შესასვლელებში – „დორფონი“ დამატებითი უსაფრთხოებისთვის.

შენობის ქვეშ განთავსებული ორდონიანი  ავტოსადგომი 26 ავტომობილზეა გათვლილი.

პროექტის მშენებლობა დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

პროექტი მოიცავს 37 ბინას.

გლდანი მოლი

გლდანი მოლი 7 სართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ამოსასვლელთან მდებარეობს.

მოლში 60-ზე მეტი კომერციული ობიექტი ფუნქციონირებს მათ შორისაა ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები. ცენტრს ყოველდღიურად 60 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.


სასტუმრო ქუთაისში

სასტუმრო Best Western Kutaisi ქალაქის ისტორიულ ცენტრში საერთაშორისო ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებს. იგი 45 ნომრისგან შედგება, მათ შორის არის  40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი.  სასტუმრო მორგებულია შშმ სტუმრებისთვის, რაც

უზრუნველყოფს მათ კომფორტსა და უსაფრთხოებას.  სასტუმროში ასევე განთავსებულია 3 მობილური საკონფერენციო დარბაზი.

სტუმრებს ორი კვების ობიექტი ემსახურება - კაფე და რესტორანი ღია ტერასით შენობის სახურავზე პანორამული ხედებით ქალაქზე.


სასტუმრო Best Western Kutaisi-ს მართვა გადაეცა საერთაშორისო სასტუმროების მართვის კომპანიას T3 Hospitality Management

გლდანი ავტოპარკინგი

კომპანია „სიმეტრიამ“ თბილისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ადგილას - მეტრო „ახმეტელის თეატრთან“ ორ დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის დეველოპმენტი განახორციელა.

მიწისქვეშა ავტოსადგომი გათვლილია 98 ავტომობილზე და

მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ტერიტორიაზე არსებულ პარკინგის პრობლემას.

ბიზნეს ცენტრი, რომელიც მდებარეობს ვაჟა-ფშაველას მეტროსთან 6 სართულიან შენობას წარმოადგენს, ბიზნეს ცენტრს გააჩნია ყველა საჭირო აღჭურვილობა, მათ შორის პარკირების ზონა.  მშენებლობა დაიწყო 2011 წელს და დასრულდა 2012 წელს.  

შენობა მთლიანად დაიტვირთა იჯარით და გაიყიდა 2014 წელს.


ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე

„ძველი თბილისი“ - ბუტიკური ტიპის სასტუმრო აბანოთუბანში

 

13-ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმროს, roof-top კაფით ბოლო სართულზე მდებარეობს აბანოთუბანში, თბილისის ძველ უბანში, ისტორიულ გოგირდის


სასტუმრო  ძველ თბილისში

აბანოებთან. სასტუმროს დიზაინი შერწყმულია ძველი ქალაქის არქიტექტურასთან.


სასტუმრო გაიხსნა 2013 წელს და გაიყიდა 2014 წელს.

გლდანი პალასი 10 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

პროექტის პირველ და მეორე სართულებზე კომერციული ფართებია განლაგებული.



გლდანი პალასი

პროექტის მშენებლობა 2016 წელს დასრულდა.