„სიმეტრია“ არის ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო პარტნიორი უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა მათთან ერთად შევქმნათ ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს. გვჯერა, რომ სიმეტრიული სარგებელი, როგორც პარტნიორობის ფილოსოფია, არის ის, რაც იწვევს ჩვენდამი ნდობას და უზრუნველყოფს პროექტების წარმატებას.
დღეისათვის „სიმეტრიას“ პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია. მაგალითად: Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე” და „სიმეტრია ლისი“. ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში.