ფასეული უძრავი ქონების განვითარება

ფასეული უძრავი ქონების განვითარება

მენიუ

დახურვა

ფასეული უძრავი ქონების განვითარება

გამოქვეყნდა: 24 აპრ 2024

31 იანვარს, თბილისში, საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა. პროექტი, რომლის პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 12,5 მილიონ დოლარს შეადგენს ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ განახორციელა. სასტუმრო ტურისტებისთვის მიმზიდველ, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბრის ცენტრშია. იქ, სადაც ისტორია ხვდება თანამედროვეობას.

სასტუმროში 122 სტანდარტული კატეგორიის ნომერია, რაც სტუმრების მაქსიმალური რაოდენობის, 250-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. სასტუმრო ე.წ. bed & breakfast კონცეფციაზეა აგებული და საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა ორიენტირებული. არსებული ნომრები მორგებულია, როგორც დასვენების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე, ასევე საქმიან სტუმრებზე. სასტუმროში განთავსებულია მრავალფუნქციური საკონფერენციო სივრცეები, როგორც მცირე ზომის საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე 100 ადამიანამდე გათვლილი ღონისძიებებისთვის.

Holiday Inn Express საერთაშორისო კომპანია InterContinental Hotels Group (IHG)-ის ერთ-ერთი ბრენდია. საქართველოში მის მართვას კი Hotel Collection International (HCI) განახორციელებს.

ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია, „სიმეტრია“ 2011 წელს დაარსდა და კომპანიის მიზანია, გახდეს საიმედო პარტნიორი უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა მათთან ერთად შექმნას ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს. დღეისათვის „სიმეტრიას“ პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია, მაგალითად: Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე” და „სიმეტრია ლისი“. ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში. სამომავლო გეგმები მოიცავს: ორ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში, სასტუმროებს სამთო კურორტებზე. კომპანიისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე ამოცანაა რაჭის ისტორიული კურორტის, შოვის, რეაბილიტაცია და განვითარება.

ჩვენი ბლოგი

ასევე დაგაინტერესებთ