რა ქმნის ჰარმონიას ჩვენს ცხოვრებაში? შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ინდივიდუალურია, მაგრამ ყველა ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ბუნებასთან ახლოს ყოფნა, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით ისეთ სახლში ცხოვრება, რომელიც ყველანაირ პირობას ქმნის იმისთვის, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ბუნება და სიმშვიდე კარგია, ქალაქთან ახლოს ყოფნა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. საქმეები, მნიშვნელოვანი ობიექტები, ადამიანები, რომელთა ნახვაც ხშირად გვიწევს, გვინდა, რომ ჩვენს სახლთან ახლოს იყოს. რას იტყოდით ქალაქის გულიდან, თავისუფლების მოედნიდან, უმოკლეს დროში რომ მიდიოდეთ საკუთარ სახლში, რომელიც ულამაზეს საცხოვრებელ კომპლექსში მდებარეობს, თანამედროვე არქიტექტურითა და დიზაინით? დაინიშნეთ 8 წუთი, ზუსტად ეს დრო სჭირდება თავისუფლების მოედნიდან ასეთ ადგილამდე მისვლას, რომელზეც დღეს გიამბობთ…
ამ პროექტის შექმნის ინსპირაცია თანამედროვე ცხოვრების წესი იყო: აჩქარებული ტემპი, დაძაბულობა, შეუვალი ურბანიზაცია, ყოველდღიური ქაოსი და ფუსფუსი, რომელიც ზოგჯერ ძალიან დამღლელი ხდება და მასთან კავშირის გაწყვეტა არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიც კია. ალბათ თქვენთვის ძალიან შთამბეჭდავი იქნება, მთელი დღის დაქანცული სახლში რომ დაბრუნდებით და დაგხვდებათ საკუთარი ეზო, სადაც მშვიდად გაატარებთ საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად, თბილ ამინდებში მოიწვევთ მეგობრებს და მეტად ახლოს იქნებით ბუნებასთან.
სიმეტრია პარკი ევროპული ტიპის დასახლებაა, რომელიც თანამედროვე დიზაინით არის აშენებული და მოიცავს ყველანაირ კომფორტს თავისი მაცხოვრებლებისთვის. „ჰარმონია შინ და გარეთ” ეს არის ამ პროექტის იდეა და ის, რომ საცხოვრებელი კომპლექსი ბუნებასთანაა შერწყმული, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ჩანაფიქრს.
საცხოვრებელი უბანი შედგება, როგორც თანამედროვე ტიპის ბინებისგან, ასევე ინდივიდუალური სახლებისგან, საკუთარი ეზოთი.
ინდივიდუალური სახლები სამი სხვადასხვა ტიპის ფასადითაა მოპირკეთებული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ახალ სახლში გადასვლისას ვაკვირდებით, ლამაზი ხედია.სიმეტრიის სახლებიდან ხედი ან პარკს გაჰყურებს ან ქალაქს და ორივე შემთხვევაში შესანიშნავ სანახაობას ქმნის.
სიმეტრია პარკში პრემიუმ ხარისხის ინფრასტრუქტურაა – ენერგოეფექტური შენობები, ჭკვიანი სახლის ფუნქცია, გათბობა/გაგრილების ცენტრალური სისტემა, მაღალი ხარისხის ხმის იზოლაცია, Reynaer-ის ალუმინის ვიტრაჟები და მოძრავი მზის საჩრდილობლები – ეს ყველაფერი გარდაქმნის აქ ცხოვრებას კომფორტულ გამოცდილებად;
ამ ყველაფერს დაუმატეთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც კომპლექსში დაგხვდებათ: თანამედროვე სამუშაო სივრცე, ელექტრო მანქანის დამტენი, სპა, სპორტული დარბაზი – უბანი ყველა აუცილებელ ელემენტს დაცულ გარემოში აქცევს, რასაც კონსიერჟის მომსახურებაც ემატება;
და ბოლოს, 2000 კვ.მ-ზე გაშენებული, იზოლირებული პარკი, რომელიც ბავშვებისთვის გასართობი მოედანსაც აერთიანებს და ქმნის ჰარმონიულ სივრცეს დღის განმავლობაში თუ საღამოობით სუფთა ჰაერზე, ბუნებაში განტვირთვისათვის.საბოლოო ჯამში, სიმეტრია პარკი ჰარმონიულ გარემოსა და თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს სთავაზობს თავის მაცხოვრებლებს, რასაც ქალაქთან ახლოს, ბუნებასთან კავშირში იპოვიან.
.